პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 ივნისის 22:00 საათიდან 26 ივნისის 18:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

“აღნიშნულ ქუჩაზე, გზის გაფართოების სამუშაოების გამო, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე აგვისტოს შუა რიცხვებში აღდგება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური აზიის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
შემდეგი სტატიაკახი კალაძემ: “ქართული ოცნების” საარჩევნო სია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი