„კახი კალაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“ – ირაკლი კობახიძე

თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია – 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი საქართველოს მასშტაბით დაიხურა. დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებსა და მერებს ირჩევდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წინასწარ მონაცემებთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა:

“მსურს მივულოცო კახი კალაძეს გამარჯვება, კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მსურს ვუსურვო მას წარმატებები მისი 4-წლიანი მერად მოღვაწეობის განმავლობაში, ჩვენი მონაცემებიც დაახლოებით შეესაბამება იმას რაც ეგზიტპოლებით დაიდო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნება ლიდერობს, რა თქმა უნდა მოსალოდნელია გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მეორე ტურები. გარკვეული ხარვეზები ყოველთვის თან ახლავს არცევნებს, მშვიდ გარემოში და სამართლიან გარემოში ჩატარდა ეს არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ზალიკო უდუმაშვილი ოპოზიციას ხმების დაცვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“მე ვიბრძოლებ თითოეული ხმისთვის, ეგზიტპოლებზე და ზღაპრებზე ლაპარაკი არ მინდა”- ელისაშვილი