“მე ვიბრძოლებ თითოეული ხმისთვის, ეგზიტპოლებზე და ზღაპრებზე ლაპარაკი არ მინდა”- ელისაშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა. ალეკო ელისაშვილის თქმით მას ეგზიტპოლების და ზღაპრების არ სჯერა და თავისი ხმებისთვის ბრძოლას აპირებს:

„ჯერ შედეგებზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, ეგზიტპოლებზე და ზღაპრებზე ლაპარაკი არ მინდა. ერთი საათის წინ გავმართე პრესკონფერენცია და ვთქვი, რომ ქართული ოცნება თავის თავს 54% ან 58% დაუწერსო და ძალიან საინტერესოდ ემთხვევა. რა თქმა უნდა ეს შემტხვევითი არაა. უბნები რამდენიმე წუთის წინ დაიხურა, ჯერ არავინ არ იცის. მადლობა მხარდამჭერებს, მე პირობას ვდებ, რომ ვინც არ უნდა წეროს და რა ფანტაზიაც არ უნდა ქონდეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მე ვიბრძოლებ თითოეული ხმისთვის. გადამწყვეტი ეტაპია ხმების დათვლა.“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

banner
წინა სტატიაში„კახი კალაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“ – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის