კახი კალაძე – ერთ მხარეს რჩება ნათელი ძალა მეორე მხარესაა ბნელი ძალა, ბოროტება

ოპოზიციის განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების ბულინგში გადაიზარდა, რაც ცუდია და ქვეყნისთვის დამაზიანებელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, მოლაპარაკების პროცესი არ შედგეს.

„თქვენ ხედავდით, ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. ერთი რამ არის ნათელი, ერთ მხარეს რჩება ნათელი ძალა, რომელიც ზრუნავს ქვეყნის მომავალსა და ეკონომიკურ განვითარებაზე და მეორე მხარესაა კონკრეტული ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ბნელი ძალა, ბოროტება, რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და განვითარება. ეს ყველაფერი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ბულინგში გადაიზარდა, რაც ცუდია და დამაზიანებელი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: საარჩევნო კომისია გაყალბების ფაქტებს ვერ დაადგენს. მაგალითად, საარჩევნო კომისიამ შეუძლებელია, დაადგინოს კარუსელების ამბავი