ზურაბ ჯაფარიძე: საარჩევნო კომისია გაყალბების ფაქტებს ვერ დაადგენს. მაგალითად, საარჩევნო კომისიამ შეუძლებელია, დაადგინოს კარუსელების ამბავი

საარჩევნო კომისია გაყალბების ფაქტებს ვერ დაადგენს. მაგალითად, საარჩევნო კომისიამ შეუძლებელია, დაადგინოს კარუსელების ამბავი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძესმ განაცხადა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეიძლება, ხელახლა დააჯამოს უბნების ოქმები და ნახოს, იქ ხომ არ არის მათემატიკური ცდომილება, მაგრამ ის, რომ კარუსელები ტრიალებდა და რამხელა იყო მისი მასშტაბი, შეუძლებელია.

„საარჩევნო კომისია გაყალბების ფაქტებს ვერ დაადგენს. მაგალითად, საარჩევნო კომისიამ შეუძლებელია, დაადგინოს კარუსელების ამბავი. შეიძლება, ხელახლა დააჯამოს უბნების ოქმები და ნახოს, იქ ხომ არ არის მათემატიკური ცდომილება, მაგრამ ის, რომ კარუსელები ტრიალებდა და რამხელა იყო მისი მასშტაბი, შეუძლებელია. ამიტომ ამ წინადადებას აზრი არ აქვს. ჩანაწერების ნახვაც ვერ უშველის. მგონი, ტექნიკურად შეუძლებელია, აიღონ ჩანაწერები და ნახონ, მერე სახეზე ამოიცნონ, ვინ სად შედიოდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, როდესაც პარლამენტში ვერ შედიხარ, მანდატიც გიუქმდება, ხოლო რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, მისივე განმარტებით, პარტიების დაფინანსების მომხრე არც არასდროს ყოფილა.

„მანდატების გაუქმებას რაც შეეხება, გასაგებია, თუ მოლაპარაკების მაგიდასთნ შეთანხმება ვერ მოხდება, მაშინ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს გააგრძელებენ, შესაბამისად, მანდატები გაუქმდება. ეს გასაგებია, პარლამენტში რომ ვერ შედიხარ, მანდატი გიუქმდება.

რაც შეეხება დაფინანსებას, მე დაფინანსების მომხრე არც არასდროს ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ დაფინანსების სისტემა საერთოდ გასაუქმებელია, რადგან მან გააფუჭა ქართული პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე – ერთ მხარეს რჩება ნათელი ძალა მეორე მხარესაა ბნელი ძალა, ბოროტება
შემდეგი სტატიავოლსკი – ამ ომში საქართველომ სწორი პოზიცია დაიკავა და სწორედ ეს არის ჩვენი დაფასება