კახი კალაძე: „ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი დაანებოთ“

„ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი დაანებოთ“, – ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სიბინძურეა ის განცხადებები, რომელთაც კონკრეტული მედიასაშუალება და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

„შეეშვით იმ სიბინძურეს, რომელსაც თქვენ და ნიკა გვარამია ავრცელებთ. გულდასაწყვეტია, რასაც აკეთებთ. მიღებულია გამოწვევა, როცა თქვენმა გენერალურმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის კალაძის პირადი მტერია და მას დაამთავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური – შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე