კახი კალაძე: არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება განახორციელონ

ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა ექნება თავისი ხედვა გააცნოს მოსახლეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა, რომ გარკვეული ჯგუფები პროვოკაციებს გეგმავენ.

„არავის არაფერი გამოუვა. ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას თავისი ხედვა გააცნოს. არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება განახორციელონ. ამაზე მიუთითებს „თავისუფალი ზონის“ განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა. მათ კარგად იციან, რომ არჩევნები აქვთ წაგებული და მათი გადარჩენის გზა მხოლოდ დესტაბილიზაცია, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაიწყონ გამოძიება და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კახი კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების აუდიოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა.

banner
წინა სტატიაში“საქართველომ სრულად რომ ისარგებლოს ხელშეკრულებით, უნდა მოვამზადოთ ქართული კომპანიები ექსპორტისთვის”
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: საერთოდ, კიევში ვარ იმ პერიოდში და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ