პეტრე ცისკარიშვილი: საერთოდ, კიევში ვარ იმ პერიოდში და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სუს-ის უკანონო ჩანაწერების მონტაჟსა და კოლაჟს უწოდებს.

„ვიღაც თავის ახლობელს ესაუბრება, ვიღაც საერთოდ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს, შეკრებს და დაამონტაჟეს. საერთოდ კიევში ვარ და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ იმ პერიოდში, მერე მიაბეს მიშას სხვადასხვა ადამიანებთან ჩაწერილი ლაპარაკი, ეს შეკრეს. ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება. ეს ივანიშვილის რეჟიმს არ უშველის არაფერში“,-აღნიშნა პეტრე ცისაკრიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, არანაირი სცენარი არ განიხილება.

„რა რევოლუციურ სცენარზე მესაუბრებით. განიხილება არჩევნებში გამარჯვება. ეს არის ერთადერთი სცენარი, რომელიც განიხილება და ამის შედეგებს ვნახავთ 8 ოქტომბერს“,-აღნიშნა პეტრე ცისაკრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება განახორციელონ
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერიის და გამგეობის თანამშრომლებს „ოცნების“ მხარდამჭერთა მობილიზება დაავალეს