კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა

კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 5 ნიმუშის ტესტმა კორონავირუსზე ისევ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის მასშტაბით მოწყობილ 11 საკარანტინო ზონაში ამ დრომდე 571 მოქალაქე რჩება, თვითიზოლაციაში კი 12 ადამიანი.

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში – 4833 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 571 ადამიანი რჩება.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მოქალაქეებმა უნდა შეინარჩუნონ ამ მძიმე პერიოდში გამომუშავებული ყველა უნარ-ჩვევა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით რუსეთმა ჩინეთს გადაუსწრო