მარინა ეზუგბაია : შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მოქალაქეებმა უნდა შეინარჩუნონ ამ მძიმე პერიოდში გამომუშავებული ყველა უნარ-ჩვევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიზნობრივ ჯგუფებში დიდი მოცულობით ჩატარებული აგრესიული ტესტირების დროს, 25 დადასტურებული შემთხვევა კარგი ფაქტია.

„აგრესიული ტესტირება გარკვეულწილად სხვა მეთოდია, მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული დიდი მოცულობით ტესტირება კიდევ – სხვა. არავინ ამბობს, რომ ეს არ არის საჭირო. ამას ვაკეთებთ ჩვენ. არის შექმნილი მიზნობრივი გაფართოებული ჯგუფი, სადაც ჩატარდა. ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და არის დიდი ბედნიერება. და ნიშნავს, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე გამარჯვებულია“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, არსებული მონაცემების შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია, მოსახლეობამ, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

„შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, რომელიც უნდა განხორციელდეს, მოქალაქეების მაღალი პასუხისგებლობა იქნება საწინდარი, რომ მოხსნასთან ერთად, მოსახლეობამ შეინარჩუნოს ის ყველა უნარ-ჩვევა, რომელიც მიღებული აქვს ამ ყველაზე მძიმე პერიოდში. ამ უნარ-ჩვევებს თუ მოსახლეობა შეინარჩუნებს და თანდათან, გამარტივების შემთხვევაში გააგრძელებს, ეს იქნება საწინდარი, რომ ჩვენთან არსებული სტატისტიკური მონაცემები არ გაუარესდეს, შევინარჩუნოთ და შესაშური გამარჯვება გავაგრძელოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიექვსი  ჭადრის  და ერთი ცაცხვის მრავალსაუკუნოვანი ხე უკვე შეაცურეს მდინარე ხობისწყალში (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკახეთში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა