კახაბერ ადამია: ,,ქოცებო,, გაემზადეთ ,,ნაცობასთან,, დიდი ომისთვის!

,,ძვირფასო,, ქოცებო!
-ბიუჯეტის თანხების მითვისება კორუფციაა!
-თანამდებობებზე ნათესავ-მეგობრების დანიშვნა – ნეპოტიზმია!
-ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება და არჩევნების გაყალბება – დანაშაულია!
-რუსეთი და პუტინი ოკუპანტია!
-ოკუპანტთან თანამშრომლობა სამშობლოს ღალატია!
– ოლიგარქის ჭკუაზე სირბილი და უკანონობის ჩადენა – მონობაა!
– ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა – სადიზმია!
– პოლიტიკური მოტივით ადამიანის დაჭერა – უსამართლობაა!
– თოვლი თეთრია, ნახშირი – შავი!
– ორჯერ ორი – ანტარქტიდაშიც ოთხია!
………
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მცნება, ჩემთვის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის დედამიწაზე – ჭეშმარიტებაა, თქვენთვის კი, ამ მცნებების წაყენება – ,,ნაცობა,,!
ყველა სიმართლეს და სამართლიან საქმეს ,,ნაცობა,, რომ დაარქვით სახელად და სინონიმად რომ აქციეთ, ამიტომაც, გუშინ რომ ,,ნაცებს,, ვერ იტანდა ის ხალხი, დღეს მათ მხარდამხარ იბრძვის თქვენს დასამარცხებლად…
ასე რომ გაემზადეთ, თქვენი გაგებით ,,ნაცობასთან,, ანუ სიმართლესთან დიდი ომისთვის!-წერს ჟურნალისტი კახაბერ ადამია.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას პარლამენტარები თავდებში უდგებიან
შემდეგი სტატიაჩემი დაპატიმრება გამოიწვევს ქარს, რაც ქარიშხალი გახდება – ნიკა მელია