ჩემი დაპატიმრება გამოიწვევს ქარს, რაც ქარიშხალი გახდება – ნიკა მელია

ნებისმიერი განაჩენით, თქვენ მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიას.

„მე ჩემი პოზიცია არაერთხელ ​დამიფიქსირებია ჩინჩალაძე-მურუსიძესთან დაკავშირებით. მე ვნახე 93 დაჩოქილი დეპუტატი. არ მაქვს რწმენა, რომ თქვენ იქნებით პირუთვნელი, ობიექტური და სამართლიანი მოსამართლე. ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად ნაკარნახევი. თქვენ არ ხართ ჩეულებრივი მოსამართლე, თქვენ ხართ კოლეგიის თავმჯდომარე, ასეთ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდით, რომ არ იყოთ კლანის წევრი. მე ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, რომ თქვენ გული მოგილბოთ და სხვანაირი ნიკა მელია წარმოგიდგინოთ, რათა პატიმრობა არ შემიფარდოთ. ამას ვერც თქვენ ეღირსებით და ვერც ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ადამია: ,,ქოცებო,, გაემზადეთ ,,ნაცობასთან,, დიდი ომისთვის!
შემდეგი სტატიანიკა მელია თავისუფალია