კახა მიქაიას სკანდალური სტატუსი „ქოცუნიებსა“ და „ნაცუნიებზე“

„ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელიც ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის ქონა-არქონას ეხებოდა, „ქოცუნიებისა“ და „ნაცუნიების“ დაპირისპირების ფონზე წარიმართა და ბოლოს, საცირკო წარმოდგენაში გადაიზარდა,“ – ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს.


კახა მიქაია „ჩვენი პარლამენტის ყმაწვილი თავმჯდომარის“ სიტყვებს იშველეიბს და აღნიშნავს: ,,ზუგდიდის პარლამენტის“ თავმჯდომარე, ნატალია შეროზია სხდომიდან რამდენჯერმე გაექანა და შემოექანა. ამ გაქანება- შემოქანებაში რა არ ხდებოდა დარბაზში, გაყოფილი თუ განუყოფელი „ნაცუნიები“ სამ ხმაში წრიპინებდნენ და იცავდნენ ქალაქის თვითმმართველობის სტატუსს და ,,ზუგდიდელობას,“ „ქოცუნიები“, ნატალიკოს შემხედვარე, დაბნეულები მისჩერებოდნენ ერთმანეთს, ზუგდიდის ,,საზოგადოების წარმომადგენლები,” ტრანსპარანტებით ხელდამშვენებულები, ყველანაირად ცდილობდნენ კამერების ყურადღება მიექციათ. ვიღაცამ ვიღაცისკენაც გაიწია, მაგრამ მაინც ობლად გამოიყურებოდა დღევანდელი სხდომა, რადგან მას ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ინგლისში სასწავლებლად გაქანებული ქვარაია და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ინგირის დაღმართზე დაქანებული თოლორაია არ ესწრებოდნენ, თუმცა ლევანიკო გუბერნატორი იყო ადგილზე და საკრებულოს ფანჯრიდან ამაყად დასცქეროდა ,,ცისარტყელის” ფერებში გაფერადებულ ქუჩის გადასასვლელს, ე.წ. ,,ზებრას” წარწერით – ,,შენი გულისთვის ვიცავ.“
იქვე , მიქაია საკრებულოს წევრებს  მიმართავს:
„თქვენი ზუგდიდლობა ,,არ გაი-შვა“, ბიჭებო!!!“

https://youtu.be/IBtnLf7LulY

banner
წინა სტატიაშირა დაემართა ერდოღანს? თურქულ მედიას ზუსტი ინფორმაცია არა აქვს
შემდეგი სტატიაოლიგარქის ცოლი 9 მლნ. დოლარიანი ბრილლიანტის ბეჭდით ტრაბახობს