რა დაემართა ერდოღანს? თურქულ მედიას ზუსტი ინფორმაცია არა აქვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 22 მაისის დატვირთული დღის პროგრამა მთლიანად გააუქმა და გაურკვეველი მიზეზებით სტამბულის კისიკლის რაიონში მდებარე სახლში გაემგზავრა.აცხადებს თურქული მედია.


სტამბულში 22 მაისს შავი ზღვის ეკონომიკური კავშირის სამიტზე თავჯმდომარის როლის შესრულების შემდეგ ერდოღანი არავის უნახავს.გავრცელებული ინფორმაციით, ის სამიტის მონაწილეთა პატივსაცემად გამართულ ლანჩზეც არ მისულა და გადადო ისეთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, როგორიც სამიტის მონაწილე რუსეთის პრემიერ დიმიტრი მედვედევთან და საბერძნეთის პრეზიდენტ პროკოფის პავლოპულოსთან ჰქონდა დაგეგმილი.
პრეზიდენტის მხრიდან დღის პროგრამის სრულად გაუქმების ზუსტ მიზეზებს თურქული მედია ვერ ასახელებს.

banner
წინა სტატიაში(video) ტრამპს ისრაელში ვიზიტის დროს მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენა
შემდეგი სტატიაკახა მიქაიას სკანდალური სტატუსი „ქოცუნიებსა“ და „ნაცუნიებზე“