კახა მიქაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა-რას მოუწოდებს მიქაია საზოგადოებას

კახა მიქაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა

„ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბატონ გუბერნატორთან. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონისა და ქალაქის განვითარების გეგმაზე და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხედვები ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. ასევე, იყო საუბარი არჩევნებზე. ბატონი გუბერნატორი სრულად ათვითცნობიერებს იმ მდგომარეობის სიმძიმეს, რაც ჩვენს რეგიონშია, რომელიც სრულად აისახა არჩვენების პირველი ტურის შედეგებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში შემობრუნება მეორე ტურში. რაც შემეხება მე, როგორც ამ ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ იძულებითი არჩევანის გაკეთება მიწევს, რათა არ დაბრუნდეს სააკაშვილის რეჟიმი. მოვუწოდებ ყველას, ჩვენ თანამებრძოლებს, საზოგადოებას, არ დაუშვას სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება. ჩემი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ ყველასათვის ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ჩემი იძულებითი არჩევანია“, – განაცხადა მიქაიამ.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაში“თითსაც ვერავინ დააკარებს, პირიქით, ბევრს ჩაიყოლებს სამარეში თუკი გაბედავენ” – გოცირიძე ფარცხალაძის დაკავებას გამორიცხავს
შემდეგი სტატიაახალქალაქის ინციდენტი სამინისტრომ ობიექტურად და მოკლე ვადებში გამოიძია – ნათია მეზვრიშვილი