კახა მიქაია: დაიჭერს ,,ოცნება” მელიას, დედა მო@@ბა! არ დაიჭერს და დედ-მამა! ახლა არჩევანი ქართულ ოცნებაზეა, დედა თუ დედ-მამა?!

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და სამეგრელოში მიმდინარე საკადრო ცვილილებებზე “თაიმერს” კახა მიქაია ესაუბრა

უკვე აშკარაა, რომ “ქართულ ოცნებაში” შიდა დაპირისპირებაა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაბარებული: ,,ჩემი წასვლის შემდეგ არ დაჭამოთ ერთმანეთი ბიჭებო,” ღმერთმა უწყის რამდენ ხან იმუშავებს.
– უკვე არ მუშაობს?
– დიახ, არ მუშაობს. ეს დაპირისპირება იმდენად თვალნათელია, რომ იქ შექმნილ დაძაბულ ვითარებას ყველა ხვდება… ,,ქართულ ოცნებაში” ორი ძირითადი პოლიტიკური ფიგურა უპირისპირდება ერთმანეთს. კახა კალაძე იბრძვის პრემიერობისთვის და ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, მისი მთავარი მიზანი არის ქვეყნის პრემიერობა, არადა თავის დროზე, თავად ივანიშვილმა არ დაუშავა კალაძის გაპრემიერება. რაც შეეხება გახარიას, იგი ვერ გარკვეულა პოლიტიკურ ინტრიგებში და დაბნეულად გამოიყურება. მან ვერ შექმნა თავისი გუნდი და აქედან გამომდინარე. მას არცერთი მინისტრი არ ემორჩილება.
გუნდის შექმნა კი, ,,ოცნებაში” არსებული კლანური დაპირისპირებიდან გამომდინარე, ყველა ამბიციური პოლიტიკური ფიგურისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
,,ქართულ ოცნებაში” თუ გინდა ძლიერი იყო, უნდა გყავდეს საკუთარი გუნდი და უნდა ემსახურებოდე არა ქვეყნის, არამედ საკუთარი კლანის ინტერესებს.
სწორედ ეს ვერ შეძლო გახარიამ. იგი თითქოს შეეცადა თავისი გუნდით შესულიყო პარლამენტში, მაგრამ მისი ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.
გახარია ვერ აკონტროლებს ვერცერთ საპარლამენტო კომიტეტს. მასთან  აფილირებული პარლამენტარები კი, რომელთაც ყველას ვიცნობ და ვიცი რა ,,ბაგაჟისანი” არიან, უმალ გაიყიდნენ კალაძეზე და გახარია ფაქტიურად დარჩა მარტო.
რაც შეეხება მის მიერ დანიშნულ უსახურ და, რაც მთავარია, ნაცებიდან ქოცებში გადაპორტირებულ გუბერნატორებს, მათზე რაიმე პოზიტიურის თქმა ძალიან გამიჭირდება.
დღეს ,,ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის თბილისის მერის კანდიდატურის მოძიება ადგილობრივი არჩევნებისთვის. კახა კალაძეს, როგორც ვიცი, არ სურს ხელმეორედ იყაროს კენჭი თბილისის მერად. ერთი სიტყვით, როგორც კი მოიძებნება თბილისის მერობის კანდიდატი, იქვე დასრულდება გახარიას პრემიერობა.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ,,ქართული ოცნება” უკვე ყანყალებს. თანაც, ,,ქართულ ოცნებაში” არ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც შეინარჩუნებს ,,ქართული ოცნების” ერთიანობას.
ბიძინა ივანიშვილი კი იძულებული გახდა განრიდებოდა პოლიტიკას და ხელისუფლება ფაქტიურად კახა კალაძისთვის გადაებარებინა.
რას იტყვით ირაკლი კობახიძის პრემიერობაზე?
ამაზე საუბარიც კი არასერიოზულად მიმაჩნია. ბასტი-ბუბუს პრემიერობა, თავად ბასტი-ბუბუს სამყაროშიც წარმოუდგენელია… თუმცა, ამ მოყანყალებულ ,,ქართულ ოცნებაში” ყველაფერია მოსალოდნელი.
– როგორ შეაფასებდით ნიკა მელიას ირგვლივ შექმნილ ვითარებას. ყველასათვის ნათელია, რომ გადატრიალებაზე მის მიმართ წარდგენილი მუხლი პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილია…
– ნიკა მელია არა მხოლოდ ნაციონალების ლიდერად, არამედ მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ლიდერად ჩამოყალიბდა და ამაში არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების” უდიდესი წვლილი. ალბათ გახსოვთ, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსპრომტი „ესენგე“-ში შესვლასთან დაკავშირებით…..ბატონი ჯანსუღის ლექსპრომტი, აბსოლუტურად მიესადაგება მელიას ირგვლივ განვითარებულ პერიპეტიებს.
დაიჭერს ,,ოცნება” მელიას, დედა მო@@ბა! არ დაიჭერს და დედ-მამა! ახლა არჩევანი ქართულ ოცნებაზეა, დედა თუ დედ-მამა?!
ნიკა მელიას ააქვს პოლიტიკური ამბიციები, რომ გახდეს ოპოზიცური სპექტრის ლიდერი და არა მგონია, რომ მიხელ სააკაშვილმა შეუკვეცოს მას ფრთები. კიდევ ვიმეორებ, ნიკა მელია იმდენადაა საინტერესო ჩემთვის, რამდენად შეძლებს იგი სააკაშვილის გაწევას ქართული პოლიტიკიდან.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა ,,ქართული ოცნება,” ვფიქრობ, მისი შანსები ამ მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა…
– ბატონო კახა, ამ ფონზე ევროპული საქართველოც იშლება. როგორ უყურებთ ბოკერიას გუნდს?
– ეს ბოკერიას გუნდია. არც უგულავასი და არც დათო ბაქრაძის. დავით ბაქრაძე ბიძინას ბოსტანში დიდი ხანია იცქირება….
– ბატონო კახა, სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი სამხარეო პოლიციის უფროსი ჰყავს…
– მე პოსტი მიუძღვენი დიასამიძის დანიშვნას და მთელმა საზოგადოებამ იხილა იგი. დიასამიძის ხელმეორედ დანიშვნა სამხარეო პოლიციის უფროსად ,,მეორედ მოსვლას” შევადარე და შეძლებისდაგვარად ვისაუბრე მის ,,შემოქმედებაზე,” რომელიც უკავშირდება სამხარეო პოლიციის პოსტზე ,,მოღვაწეობის” პერიოდს.
– რას უკავშირდება გალდავას განთავისუფლება?
-რა თქმა უნდა ბადრი ესებუას.
– ბატონო კახა, დაიჭერს თუ არა ნიკოლოზ დიასამიძე ბადრი ესებუას?!
– კარგი შეკითხვაა. როგორც მითხრეს, ბატონი დიასამიძე წარსულში ერთი კაცის დაჭერაზე ოცნებობდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, ხოლო რაც შეეხება ბადრი ესებუას, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, იგი ახლახან სამეგრელოს გადამწვარი ტყეებიდან ისევ გაექცა პოლიციას და გურიის მთებს შეაფარა თავი.
– როგორ ფიქრობთ, დაუბრუნდება თუ არა ბადრი ესებუა ადგილის დედას და დაიჭერს თუ არ მას სამხარეო პოლიციის ახალი უფროსი?!
– მოდით, სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ერთი პარალელი გავავლოთ ორ დამნაშავეს შორის. მართალია, ტერორიზმის მასშტაბით და მნიშვნელობით არც კი შეიძლება ამ ორი დამნაშავის ერთმანეთთან შედარება, მაგრამ ,,ჯიგრულ პონტში,” მაინც შესაძლებელია პარალელის გავლება!
– რა პარალელის ბატონო კახა?
– თუ ბოსნიელი სერბების ლიდერი, ბალკანური კონფლიქტის მთავარი დამნაშავე, საერთაშორისო ძებნილი რადოვან კარაჯიჩი შეკრული თმებით, სათვალით და მოშვებული წვერით წლების მანძილზე, დიდი მსახიობებისათვის დამახასიათებელი გარდასახვის საოცარი უნარითა და გამაოგნებელი ვირტუოზობით, ყველასათვის მოულოდნელად, ბელგრადის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთერთ კერძო კლინიკაში ექიმად ახერხებდა მუშაობას, სანამ ,,იდუმალ მილად” წოდებული საკუთარი ,,თანაშემწე” არ ჩაუშვებდა პოლიციასთან…
…და რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ცნობილი აბრაგი დაუბრუნდეს მშობლიურ კუთხეს და ექიმად თუ არა, სამეგრელოს ულამაზეს სანახებში, ,,ბებერ ტურებზე” მონადირე ,,ახალგაზრდა ბრაკონიერთა” მომრავლებული ჯგუფების დასაოკებლად, შესაბამის ორგანოებში, თუნდაც, ზემდეგად დაიწყოს მუშაობა?!…
ასე რომ, მინდა მივმართო ბატონ დიასამიძეს!
იფიქრეთ ამაზე თქვენ ბატონო დიასამიძე!
თან, გაფრთხილდით!
დღევანდელი ხელისუფლების გადამკიდე და შემხედვარე, ესებუასნაირი მოხერხებულობის კაცი, დარწმუნებული ვარ, ზემდეგად და სამხარეო პოლიციის უფროსად კი არა, შშს მინისტრადაც შეძლებს მუშაობას…
ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად კი, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მისი პერსონისადმი, მინდა ახლადდანიშნულ სამხარეო პოლიციის უფროსს კრიმინალთან ბრძოლაში წარმატებები ვუსურვო.

“თაიმერი”

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე სინოდს პასუხობს
შემდეგი სტატიაბარამიძე: ნიკა მელიას არ გავატანთ ვიბრძოლებთ