ბარამიძე: ნიკა მელიას არ გავატანთ ვიბრძოლებთ

ნიკა მელიას დაჭერა ასე ადვილი არ იქნება, არ გავატანთ, ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

გია ბარამიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ყველანაირი ფორმით დაიცავენ, მათ შორის, ფიზიკური ფორმითაც. ბარამიძე აცხადებს, რომ მშვიდობიანი, არაძალადობრივი გზებით ბრძოლა და არგატეხვაა მათ პროგრამაში.

„ნიკა მელიას დაჭერა ასე ადვილი არ იქნება, გარწმუნებთ, სუფთა ფიზიკურად. მას დაუდგება ხალხი, დაუდგება პარტია, დავუდგებით ჩვენ და აბა, ვნახოთ, ერთი როგორ დაიჭერენ. არ გავატანთ და ვიბრძოლებთ, ბუნებრივია, რადგან უკანონოდ ცდილობენ, დაიჭირონ. ჩემს ხელშია ხელისუფლება და კანონს როგორც მინდა, ისე ვაბურთავებ – ასე თავხედურად ჭრიან და ისე კერავენ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: დაიჭერს ,,ოცნება” მელიას, დედა მო@@ბა! არ დაიჭერს და დედ-მამა! ახლა არჩევანი ქართულ ოცნებაზეა, დედა თუ დედ-მამა?!
შემდეგი სტატიათავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის ემზადება