კახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ხვდება

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა აცხადბს, რომ ქვეყნის მთავარ პრობლემას “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ჯგუფების თანამშრომლობა წარმოადგენს.

კახა კუკავა აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მთავარი ამოცანაა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილი და ივანიშვილი ჩამოშორდნენ ქათულ პოლიტიკას.

“ბოლო გამოკითხვებით სრულიად აშკარაა, რომ ცალკე აღებულ არცერთ არასაპარლამენტო პარტიას არ ძალუძს დაამარცხოს ერთი, ან მეორე პოლიტიკური ძალა. ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ერთიანობით. ჩვენ, “თავისუფალ საქართველოს” გვსურს მივმართოთ არასაპარლამენტო პარტიებს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე ჩამოყალიბდეს საარჩევნო ბლოკი. ასევე, ღიად გამოვაცხადოთ, რომ არ ვაპირებთ თანამშრომლობას არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც ქართულო ოცნებასთან”,-განაცხდა კახა კუკავამ.

მის შეთავაზებაში საუბარია კვოტების გადანაწილებაზეც, რაზეც კუკავა გაერთიანების მსურველებს სთავაზობს, რომ კოვტები გადანაწილდეს არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ჯაზ ფესტივალის დაფინანსება 2 მილიონ ნახევარ ლარს გადაცდა
შემდეგი სტატიახელისუფლება ყვარლის რაიონის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის შენობას გადასცემს ლაგოდეხელ მილიონერ ფერაძეს