კახა კუჭავა – საბოლოოდ უნდა გამოცხადდეს ბრძოლა უკანონო ხე-ტყის ჭრასთან

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ჭუბერში მომხდარი სტიქიას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ტყის უსისტემო გაჩეხვამ.

„საქართველოში ხე-ტყის ჭრა, უკვე წლებია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს ძალების გაერთიანება, შესაბამისი თანხების გამოყოფა, სტრუქტურების გაძლიერება და გამოცხადდეს უკომპრომისო ბრძოლა უკანონო ხე-ტყის ჭრასთან. ტყის კოდექსი, რომელიც პარლამენტში მუშავდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამას უნდა მოჰყვეს ხის სექტორის რეფორმა, რაც სტრუქტურულ ცვლილებებსაც გულისხმობს. ეს საბოლოოდ მიგვიყვანს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის – ტყის მასივების მდგრად მართვაზე. ჩვენ წინა სესიების განმავლობაში გავამკაცრეთ კანონმდებლობა უკანონო ხის ჭრასთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია სისტემური მიდგომა, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას და შეწყდეს ტყეების უკანონოდ გაჩეხვა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძე დღეს ჭუბერში განაცხადა, რომ სტიქიას ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამაც.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ფედერაცია თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დეტალებს არკვევს
შემდეგი სტატიაგამოცდების ეროვნული ცენტრი – დავალება, სადაც ტერორიზმის განმარტებაა მოცემული, ყველა თვალსაზრისით კორექტულია