რუსეთის ფედერაცია თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დეტალებს არკვევს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დეტალებს არკვევს – რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 6 ივნისს რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
“რუსეთის ინტერესების სექცია, რომელიც შვეიცარიის საელჩოსთან მდებარეობს, მუდმივ კონტაქტშია პირველი – შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს და მეორე, უშუალოდ საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ 2 ივნისს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დეტალები გაარკვიონ” – განუცხადა კარასინმა “ტასს”.

საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, რუსეთის ფედარაციის მოქალაქემ, შურისძიების მიზნით, თბილისის აეროპორტის ერთ-ერთ სალაროსთან სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერება დააქცია. მოწამლულია აეროპორტის შვიდი თანამშრომელი. ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშინინო ჩხობაძე – სვანეთში სტიქია „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას არ გამოუწვევია
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – საბოლოოდ უნდა გამოცხადდეს ბრძოლა უკანონო ხე-ტყის ჭრასთან