კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა

პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს. კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს მისი ბოლო სამუშაო დღეა:

„ორი კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და, ასევე, აკადემიურ საქმიანობას“, – წერს კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში და თავის პროფესიულ საქმიანობაში ყველას წარმატებას უსურვებს.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მერაბ მორჩაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი
შემდეგი სტატია„აუცილებელია გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილების გამიჯვნა” – სოფო ვერძეული