კახა კოჟორიძე – სამწუხაროა, რომ ძალიან გახშირდა სახალხო დამცველის მიმართ გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები

სასამართლოს ვურჩევდი წაიკითხოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, – ასე პასუხობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას, რომელიც ე.წ ციანიდის საქმეზე ომბუცმენის ანგარიშს ეხება.

„ვფიქრობ, საზოგადოება ნათლად ხედავს თუ რას ეყრდნობა სახალხო დამცველი, როცა გარკვეულ შეფასებას აკეთებს. სასამართლოს ვურჩევდი სახალხო დამცველის შესახებ კანონი წაიკითხოს. სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე, ერთ-ერთი უფლებაა და სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბარი სახალხო დამცველს არ ეკრძალება. ეს არც სახალხო დამცველის კომპეტენციიდან გამოსვლა არ არის, რაზეც სასამართლო მიუთითებს. მე მათ ვთხოვ სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონს კარგად გაეცნონ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესუალურ ხარვეზებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ამ საკითხთან დაკავშირებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უჩა ნანუაშვილი გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ინგა თუთისანი ვადაზე ადრე განთავისუფლდება