საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ინგა თუთისანი ვადაზე ადრე განთავისუფლდება

რუსეთის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ სასჯელი შეუმსუბუქა რუსეთის მოქალაქეს ინგა თუთისანს, რომელსაც სახელმწიფოს ღალატში ედებოდა ბრალი. მან 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს, საქართველოში სატელეფონო შეტყობინება გააგზავნა რუსეთის სამხედროების გადაადგილების შესახებ.
სასამართლოს კოლეგიამ გადახედა ადრე მიღებულ განაჩენს და გადაწყვიტა ინგა თუთისანს პატიმრობა შეუმციროს 6 წლიდან 4 წლამდე. ასე რომ, ეს უკანასკნელი კოლონიას ნოემბრის ბოლოს დატოვებს. პატიმრობაში იგი 2013 წლის შემოდგომიდან იმყოფება.
ინგა თუთისანის გასამართლების შემდეგ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ანალოგიური ბრალდებით დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქე ოქსანა სევასტიდი პრეზიდენტმა შეიწყალა.
ამ ორი მოქალაქის გარდა, საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ციხეში კიდევ რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფება.
ინფორმაციას აქვეყნებს რადიო «Эхо Москвы”.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე – სამწუხაროა, რომ ძალიან გახშირდა სახალხო დამცველის მიმართ გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა