კახა კალაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს, „გირჩს”, „სტრატეგია აღმაშენებელსა” და „ლელოს” შორის შესაძლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებების დაწყება, მისასალმებელია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და დემოკრატიის განვითარებისთის.

როგორც კალაძე აცხადებს, მისასალმებელია „ევროპულ საქართველოს, „გირჩს”, „სტრატეგია აღმაშენებელსა” და „ლელოს” შორის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

„ყველა პარტიას აქვს თავიანთი ხედვა და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ვერცერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ან სხვა პარტიებზე. ის, რომ შედგეს თანამშრომლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, “ევროპული საქართველო, “გირჩი”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო” აპირებს, რომ შექმნას ერთობა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე.

banner
წინა სტატიაშინიკა სამხარაძე : ვადამდელი არჩევნები არ იქნება განხილვის საკითხი, მაგრამ შეთანხმება შეიძლება ბევრ სხვა საკითხზე
შემდეგი სტატიათბილისში უსახლკაროდ დარჩენილი ქალი პარკში გარდაცვლილი იპოვეს