კახა კალაძე : უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, რათა არავითარ შემთხვევაში არ იყოს კონდიციონერები ჩართული, ფანჯრები უნდა იყოს ღია, რათა ჰაერი ნიავდებოდეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ საჭირო იქნება, უსაფრთხოების ზომების დაცვა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის აუცილებელი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება.

„პანდემიის გამო მოგვიწია, მთელი რიგი სერვისების შეზღუდვა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა, როგორც მიკროავტობუსები, ასევე ავტობუსები და მეტრო რამდენიმე ხნის განმავლობაში არ მუშაობდა. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება და ყველა ის ნაბიჯი რომელიც გადაიდგა ჩვენს მიერ იყო მიშვნელოვანი. შედეგიც სახეზეა. ჩვენ ყველანი ვხედავთ რა მდგომარეობა იყო ევროპულ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და როგორ გაუმკლავდა საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ ბრძოლა ბოლომდე არ მიგვიყვანია, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაიწყო მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მაქსიმალურად ყურადღება უნდა შევინარჩუნოთ. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა მოთხოვნა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულაი გადაწყვეტილება, რომ ზეგიდან 29 მნაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, ასევე მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები დაიწყებს მუშაობას , მოემსახურება საზოგადოებას. იყო დიკსომფორტი, თუმცა ყველა ვხვდებით რატომ იყო დროებით შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტობუსებში გამოთული იქნება კონდიციონერი.

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინსო საზოგადოებამ. ამ საკითხს გავუწევთ მონიტორინგს. მინდა დავავალო ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს და მაია ბიტაძეს ეს მიმართულება გაკონტროლდეს. შეხვდით ხელმძღვანელოაბს და მგზავრების პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა დაუშვებელია. ასევე უნდა გაფრთხილდეს ავტობუსების მძღოლები რომ არავიტარ შემტხვევაში არ იყოს ავტობუსებში კონდიციონერები ჩართული. ფანჯდერებ ი ღია რომ ნიავდებოდეს ჰაერი, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, ეს არის საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგი
შემდეგი სტატიამეტროში, ასევე ავტობუსებში და მიკროავტობუსებში, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება