მეტროში, ასევე ავტობუსებში და მიკროავტობუსებში, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

მეტროში, ასევე ავტობუსებში და მიკროავტობუსებში, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აკრძალული იქნება.

„სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას, კონტროლს. მინდა დავავალო ვიცე-მერს ბატონ ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს, რომ მგზავრების პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა დაუშვებელია, იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის უსაფრთხოება. ასევე უნდა გაფრთხილდეს მძღოლები, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყოს კონდიცირება ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია, რომ მაქსიმალურად ნიავდებოდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, რათა არავითარ შემთხვევაში არ იყოს კონდიციონერები ჩართული, ფანჯრები უნდა იყოს ღია, რათა ჰაერი ნიავდებოდეს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი რუსეთის ფედერაციის განცხადებაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით