კახა კალაძე: უახლოეს მომავალში შევძლებთ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი და ალიანსის წევრი ქვეყანა

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროპისკენ სვლა და იმ რეფორმების განხორციელება, რაც საჭიროა.

როგორც კალაძემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკეს შეფასებისას განაცხადა, რომლის 4 პუნქტიც საქართველოს ეთმობა, დადებითი შეფასებები მოჰყვა იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველო ევროპასთან დასაახლოებლად ახორციელებს.

“ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა იმ განხორციელებულ რეფორმებს, რომელსაც ჩვენი მთავრობა აკეთებს. ყველა განხორციელებული რეფორმა არის იმ სტანდარტში, რა მოთხოვნაც არის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს მიმართულება და უახლოეს მომავალში შევძლებთ, გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ალიანსის წევრი”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ლევან მურუსიძის ხელმოწერა არის გირგვლიანის საქმის საკასაციო განჩინებაზე – ეს არის ფაქტი
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: “თავისუფალი დემოკრატები” ვძლიერდებით