ირაკლი ალასანია: “თავისუფალი დემოკრატები” ვძლიერდებით

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

“თავისუფალმა დემოკრატებმა” დღეს ყრილობა გამართეს, სადაც ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრები და თავმჯდომარე აირჩიეს.
ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციას ლელა ჯოხაძე უხელმძღვანელებს. პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, “თავისუფალი დემოკრატების” მიზანი მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებისთვის პოლიტიკის მიმართ ნდობის დაბრუნება და 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებაა.
“თავისუფალი დემოკრატები” ვძლიერდებით. დღეს ჩვენ ჩუღურეთში ავირჩიეთ გამგეობა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის დავუბრუნოთ საზოგადოებას ნდობა პოლიტიკის მიმართ, იმიტომ, რომ იმედგაცრუებულია თითქმის ყველა. “თავისუფალ დემოკრატებს” გვაქვს შანსი საზოგადოების ნდობა მოვიპოვოთ და გავიმარჯვოთ არჩევნებზე. ყველა პარტიულ ორგანიზაციას ჩვენ დიდი დაკვირვებით ვქმნით იმიტომ, რომ პარტიის წარმატება სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” უახლოეს მომავალში თბილისის მასშტაბით კიდევ სამი რაიონული ორგანიზაციის შექმნას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: უახლოეს მომავალში შევძლებთ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი და ალიანსის წევრი ქვეყანა
შემდეგი სტატიაISIS-თან კავშირში ბრალდებული 4 პირის სასამართლო სხდომა 7 დეკემბერს გაიმართება