კახა კალაძე : თუ არაფერი შევცვალეთ ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება ქალაქში

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკის ცვლილებაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, 500 ათასი ავტომობილი გადაადგილდება და ყოველწლიურად 6-7 პროცენტით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა:

“თუ არაფერი შევცვალეთ ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება ქალაქში. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს ნაკლებ მანქანას ქალაქში და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს”- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის ბოლოს მთლიანად ჩანაცვლდება ყვითელი ავტობუსების პარკი.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი საკუთარ ინსტრუმენტებად იყენებს სამართალდამცველ ორგანოებს და ახლა უკვე ეროვნულ ბანკსაც – აბესაძე TBC ბანკზე საუბრობს
შემდეგი სტატიაშორენას გადაყოლებული სახელმწიფო და ეკლესია, ჩემთვის წართმეული საჩუქარი დეკანოზ მამალაძის საქმის პრიზმაში