კახა კალაძე: თბილისის მერია ანას ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული და ვინმე შეძლებს ჩემი მერობის პერიოდში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ძალიან ცდება, – ეს განცხადება კახა კალაძემ „ანას ბაღის“ საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, სკვერებსა და ბაღებში მშენებლობები არ იქნება. მერია გეგმავს ანას ბაღის რეაბილიტაციას და მისთვის მუნიციპალური ტერიტორიების დამატებას.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს არ გამოუვათ, არ ვამოუვათ ჩემი მერობის პირობებში. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე პროცესებზე, პრობლემებზე. არ გვერიდება არც გამოწვევებზე სააუბარი. “ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებსა და ბაღებში განახორციელოს მშენებლობა. ჩვენ “ანას ბაღთან” მიმართებაში გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთადერთი, რასაც იქ გავაკეთებთ, იქნება “ანას ბაღის” სრული რეაბილიტაცია, ძალიან მალე დავიწყებთ ამის განხორციელებას. არსებულ ტერიტორიას, რაც ჰქონდა “ანას ბაღს” , კიდევ დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება დიდი სკვერი გამოვიდეს და იყოს ულამაზესი სივრცე, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ დაისვენონ და გაერთონ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს
შემდეგი სტატია“ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს?” – “ქართული ოცნება” – 34%; ენმ – 29%, “ევროპული საქართველო” – 10%