კახა კალაძე – სხვის გუნდში გასაწევრიანებელი კახი კალაძეს არაფერი სჭირს

ახი კალაძეს არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ჯერ ადრეა მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი.

„კახი კალაძეს არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ. საამისო არაფერი სჭირს კახი კალაძეს. რაც შეეხება მერობას, რამდენიმე დღის წინ, როდესაც გვქონდა შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე და ვრცლად გავაკეთე განცხადებები. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მაშტაბით, როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები და ასევე საკრებულოს მიმართულებით, მთელი ქვეყნის მაშტაბით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინათელაშვილი – საქართველოში კელი დეგნანის ხელმძღვანელობით გუშინ სპეცოპერაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა