გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ვიდეომასალა ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს დატოვა. „ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ „შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო“.

გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ დღესაც შეეძლოთ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მისვლა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – სხვის გუნდში გასაწევრიანებელი კახი კალაძეს არაფერი სჭირს
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა