კახა კალაძე : შემოსავლები და დანაზოგი, რაც მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის, რომ ჩემი ოჯახი შევინახო და დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო

ის შემოსავლები და დანაზოგი, რაც დღეს მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის იმისთვის, რომ ჩემო ოჯახი შევინახო და ასევე, დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ მის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, საკუთარი შემოსავლები ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული.

„შემოსავლებს რაც შეეხება, ჩემი შემოსავლები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო ჩემი სპორტში საქმიანობის დროს, თუმცა ის შემოსავლები და დანაზოგი, რაც დღეს მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი შევინახო და ასევე, დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო. ყველაფერი არის დეკლარაციაში მოცემული”,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ 2018 წელს თბილისში 203,04 კვ. მეტრისა და 258,54 კვ. მეტრი ფართობის ორი ბინა და იმავე მისამართზე მდებარე სამი ავტოსადგომი შეიძინა. ჯამში, უძრავ ქონებაში გადახდილმა თანხამ – 1 943 840 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებას სოციალური ქსელით ეხმაურება
შემდეგი სტატია“გამოცდები კლასებს გვიცარიელებს…მილიონობით ლარი ჩრდილოვან განათლებაში მიედინება“ – მინისტრი