“გამოცდები კლასებს გვიცარიელებს…მილიონობით ლარი ჩრდილოვან განათლებაში მიედინება“ – მინისტრი

„სკოლაში ბავშვი სასკოლო ცოდნას უნდა ეუფლებოდეს და არ უნდა იყოს ორიენტირებული გამოცდებზე, რაც დამამთავრებელ ორ წელში კლასებს გვიცარიელებს“- ეს განცხადება განათლების მინისტრმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხსნით სკოლა დაიბრუნებს სკოლის როლს და აღდგება დარღვეული სასწავლო პროცესი.

მინისტრის თქმით, როგორც საქართველოში ჩატარებული, ისე საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ სასკოლო განათლების თვალსაზრისით საქართველოში უმძიმესი შედეგებია და ეს განსაკუთრებით შეეხება სწორედ დამამთავრებელ კლასებს.

ბატიაშვილის განცხადებით, კორუფციასთან სიფრთხილე საჭიროა, თუმცა მისივე თქმით, არ არსებობს სისტემა, რომელმაც მხოლოდ კორუფციისგან დაცვით შეძლო განათლების სისტემის გაუმჯობესება:

„დღევანდელ ვითარებასაც შეიძლება ვუწოდოთ გარკვეულწილად კორუფცია, რადგან კორუფციის ელემენტს შეიცავს ის პროცესი, როდესაც მილიონობით ლარი ჩრდილოვან განათლებაში მიედინება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : შემოსავლები და დანაზოგი, რაც მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის, რომ ჩემი ოჯახი შევინახო და დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო
შემდეგი სტატია„ჩემთვის შესაძლებელია წითელი ხაზები დადგეს“ – თამარ ჩუგოშვილი