კახა კალაძე: „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აშშ-სთან მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსვამს ხაზს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნებს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაამყარებს.

„როგორც იცით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორობის, ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობისადმი გამოხატული სრული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე IRI-ის კვლევებზე – კვლევები მიუთითებს, რომ საზოგადოებაში მასობრივი ნიჰილიზმია
შემდეგი სტატიავინც ითხოვს სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ან მომავალში მოითხოვს, ყველას უნდა საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში – კობახიძე