პაატა მანჯგალაძე IRI-ის კვლევებზე – კვლევები მიუთითებს, რომ საზოგადოებაში მასობრივი ნიჰილიზმია

კვლევები მიუთითებს, რომ მასობრივი ნიჰილიზმია საზოგადოებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც IRI-ის კვლევებს გამოეხმაურა.

მანჯგალაძის შეფასებით, კვლევები მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდა, თითქოს, თავად არის მშვიდობის გარანტი და სხვა ქვეყნის მტერი, მუშაობს და სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსულ საფრთხეს აღიქვამს, თუმცა, ამავე მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილია ხელისუფლების პოლიტიკით.

“მუდმივად ხდება ადამიანების დაშინება, ზეწოლა, ემოციებით თამაში იმისთვის, რომ ადამიანები არ დაფიქრდნენ იმ ყოველდღიურ საჭიროებაზე, რაც მათ აქვთ, რომ მიზეზები ეძებონ არა ხელისუფლებაში, არამედ სხვაგან – ოპოზიციაში, NGO-ებში, რომელსაც ხელისუფლება მტრად აცხადებს. არავინ უხსნის მოქალაქეს, რომ სინამდვილეში ომის საფრთხეს ზრდის არა ჩირგვებში ჩამალვა და სირაქლემას პოზა, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აქვს, არამედ საქართველოს მარტო მიტოვება, პარტნიორების გარეშე დატოვება, შიდა დაპირისპირება. ვინ ყოფს? – “ქართული ოცნება”და ვინც ყოფს ის არის დამნაშავე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, ის კულუარებიდან მართავს და “ქართული ოცნების” ლიდერები გარკვეულ მეხამრიდის ფუნქციას ასრულებენ, შიშში ამყოფებენ ადამიანებს და როცა ასეთი სტრესული გარემოა, სამწუხაროდ, ადამიანები იმ ხელისუფლებაში ეძებენ მხსნელს, რომელიც არის, იმის მიუხედავად, კარგია ის თუ ცუდი,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიცხოვრების სხვა ხარისხი ჰქონდა ხალხის ხარჯზე, ამას რომ განიცდის სააკაშვილი, ლოგიკურია – კობახიძე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აშშ-სთან მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია