კახა კალაძე: სამი თვის განმავლობაში ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია

საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა და ვფიქრობ, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ არჩევნების თარიღი წინასწარ გახდა ცნობილი, -ამის შესახებ ვიცე-პრმიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

„სამი თვის განმავლობაში ყველა პოლიტიკური პარტიას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. შემდეგ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილება. არჩევნებში გაიმარჯვებს ის ძალა, ვისაც მოსახლეობა მისცემს ხმას.

ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნდობას დაიმსახურებს.

„კვლევებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნდობას დაიმსახურებს და საქართველოს პარლამენტშიც უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი“, – აღნიშნა კახაკ კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებულ შენიშვნებთან ერთად უბრუნებს. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე.

banner
წინა სტატიაში“ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონოდ არის გათავისუფლებული “ქართული ოცნების“ მიერ, ჩვენ გავუწევთ შესაბამის მხარდაჭერას”
შემდეგი სტატიაყველა ხარვეზი მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი”- კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე