“ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონოდ არის გათავისუფლებული “ქართული ოცნების“ მიერ, ჩვენ გავუწევთ შესაბამის მხარდაჭერას”

დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა მარტვილის მუნიციპალიტეტში 2014 წელს გათავისუფლებულ სოფლის გამგებლებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართა.

წიკლაურის განცხადებით სამი წლის შემდეგ სასამართლო სამართლიანობა აღადგინა და ეს ადამიენები რომლებიც პოლიტკური ნიშნით იყვნენ გათავისუფლებული სამსახურებში აღადგინეს

,,2014 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უკანონო ბრძანებთ გაათავისუფლა ამავე გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები. ამ ადამიანთა ადგილებზე დაინიშნა ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები ყოველგვარი შესაბამისი გამოცდილების გარეშე. ამ 18 ადამიანმა სამი წლის განმავლობაში იბრძოლა ამ უკანონობის წინააღმდეგ და რამდენიმე დღის წინ ისინი აღდგენილ იქნენ სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილებით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით დავხმარებოდით ამ ადამიანებს. მიუხედავად ყველა მცდელობისა მაინც მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა. ყველა იმ ადმიანს, რომელიც უკანონოდ არის გათავისუფლებული ,,ქართული ოცნების“ მიერ, ჩვენ გავუწევთ მათ შესაბამის მხარდაჭერას და ყველგან აღდგება სამართლიანობა. ის პრაქტიკა, რაც ამ ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდა, არავითარ შემთხვევაში არ განმეორდება“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში„ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა აქვს”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: სამი თვის განმავლობაში ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია