კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის ახალარჩეული მერი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გამოვთქვი მზაობა და დღესაც მინდა განვაცხადო, რომ ჩემს გუნდს, პირადად მე დაგეგმილი გვაქვს ოპოზიციასთან შეხვედრა და მათთვის ჩვენი ხედვების, კონკრეტული პროექტების, გეგმების გაზიარება. საგულისხმოა, რომ დღეს საკრებულოს ოპოზიციამაც გამოთქვა შეხვედრის სურვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფთან ვისაუბროთ საქმეებზე, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის და არა გამოგონილ პრობლემებზე. ჩვენი პოზიციაა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შეიძლება შედგეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც თბილისისთვის საქმის კეთება სურს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი – საქალაქო სასამართლოს ვურჩევდი, სახალხო დამცველის შესახებ კანონი წაიკითხოს