კახა კალაძე – რეგულაციები გასამკაცრებელია

ცხადია, რეგულაციები გასამკაცრებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ქეთევან წამებულის #67-ში გაფრთხილების შემდეგ, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა შეამოწმეს თუ არა განმეორებით ბინა, რაზეც მერმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა ამ კითხვით კომპანიის წარმომადგენლებს უნდა მიმართონ.

„ცხადია, რეგულაციები გასამკაცრებელია. დეტალურად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, არ ვარ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენელი, შეგიძლიათ ამ კომპანიის წარმომადგენლებს დაუსვათ შეკითხვა“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: კალაძემ დამიწყო ძველბიჭობა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ალეკო ელისაშვილს პოპულიზმსა და დემაგოგიას არასდროს ვაპატიებთ