კახა კალაძე : ქალაქის იერსახეს ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები და განცხადებები, მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა

ათეული წლებია, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები, განცხადებები და სხვა სახის მასალა, მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიის მიერ პარლამენტში არის ინიცირებული შენობა-ნაგებობების კედლებზე რეკლამის, საარჩევნო მასალისა და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიზანია დედაქალაქის სილამაზესა და სისუფთავეს ხელი შეეწყოს.

„მინდა, გითხრათ, რომ ათეული წლებია ქალაქის იერსახეს, პირველ რიგში, ძეგლის სტატუსიან შენობებს (და ეს არ ეხება მხოლოდ ისტორიულ ძეგლებს, ზოგადად, შენობა-ნაგებობებს) ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები, განცხადებები და სხვა სახის მასალა. ნებისმიერმა თქვენგანმა შეიძლება ნახოს, უკვე არარსებული პარტიების პოსტერებისა თუ უკვე არარსებული დაწესებულების სარეკლამო განცხადებების ნარჩენები შედარებით ახალი მაკულატურის ქვეშ. მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა.

ჩვენ როდესაც ამ კანონპროექტზე დავიწყეთ მუშაობა, ძალიან დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი. ამაში, რა თქმა უნდა, პარლამენტიც ჩართული იყო. ჩვენი ინიცირებულია ეს ცვლილებები. მე მადლობელი ვარ პარლამენტის, რომ ამ თემას მიაქცია ყურადღება და მალე გვექნება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კანონი, რომელიც ჩვენი ქალაქების სილამაზეს და სისუფთავეს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია მიტოვებული შენობების პრობლემის მოსაგვარებლად გეგმას რამდენიმე დღეში წარადგენს
შემდეგი სტატია11 სამინისტრო და დარგის მენეჯერები – პრემიერი დღეს უმრავლესობას შეხვდება