11 სამინისტრო და დარგის მენეჯერები – პრემიერი დღეს უმრავლესობას შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იქნება დასკნითი შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდება. ​მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრა 19:00 საათზეა დაგეგმილი.

„მთლიან უმრავლესობასთან იქნება შეხვედრა, რის შემდეგაც, პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და მას შემდეგ, რაც სამინისტროების სტრუქტურულ ცვლილებებზე მიიღება გადაწყვეტილება, იქნება კონკრეტულ მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, სავარაუდოდ, სამინისტროების რაოდენობა 11-მდე შემცირდება, რის შესახებაც სწორედ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ისაუბრებენ.

„ქართული ოცნების“ ოფისში რამდენიმე დღეა, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ქალაქის იერსახეს ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები და განცხადებები, მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა
შემდეგი სტატიაგარბენი „თბილისის“ გამო, 24 ივნისს ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება