მედიის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს. თანხმა დაიხარჯება ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების კომპენსირებისთვის.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 18-საათიანი მოლაპარაკებები. შედეგად გერმანიის მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ მოქალაქეები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ხოლო საწარმოები საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ.

გეგმის მიხედვით, ერთჯერადად სტუდენტები 200, ხოლო პენსიონერები 300 ევროს მიიღებენ. ამას გარდა, 2023 წლიდან გაიზრდება შემწეობა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავს.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოჯახი საჭირო ელექტროენერგიის მინიმალურ რაოდენობას შეღავათიან ფასად მიიღებს. მთავრობის მიერ საწარმოებისთვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი საერთო ჯამში 1.7 მილიარდ ევროს შეადგენს.

გერმანიის ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა, რომ დამატებითი გადასახადი დაუწესდებათ ენერგეტიკულ კომპანიებს, რომლებიც ენერგიის გაძვირების გამო სოლიდურ შემოსავალს იღებენ. ეს უკვე მესამე მსგავსი პაკეტია, რომელიც გერმანიის ხელისუფლება მიიღო. საერთო ჯამში, ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად მთავრობამ 100 მილიარდი ევრო დახარჯა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, ვადამდელი არჩევნები არის ძალიან დიდი აბსურდი