კახა კალაძე – პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, ვინც თბილისის მერობაზე იქნება წარდგენილი

პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, ვინც თბილისის მერობაზე იქნება წარდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება სწორ შეფასებას გააკეთებს არჩევნებზე.

„არჩევნები არის შემოდგომაზე. ამიტომ ოთხი-ხუთი თვით ადრე საუბარი იმაზე, კონკრეტულ რაიონებში, ქალაქებსა და დედაქალაქში ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამაზე ადრეა საუბარი და ცოტა მოგვიანებით.

მე პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, ვინც თბილისის მერობაზე იქნება წარდგენილი. არავის შეფასებას არ ვაპირებ. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, აფასებს სიტუაციას და საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებას შემოდგომაზე“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშივერსალის სასახლეში რამდენიმე დღით აცრის ცენტრი გაიხსნება
შემდეგი სტატიაკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – გელათის ტაძრის ხარაჩოზე არაუფლებამოსილი პირის თვითნებურად გადაადგილების ფაქტის გამო, გარეშე პირთათვის ხარაჩოებზე ასასვლელი დაიკეტება