ვერსალის სასახლეში რამდენიმე დღით აცრის ცენტრი გაიხსნება

პარიზთან, ვერსალის სასახლეში რამდენიმე დღით კორონავირუსის ვაქცინაციის ცენტრს გახსნიან – სავარაუდოდ, იმისათვის, რომ მოქალაქეები ასაცრელად წაახალისონ, იველინის დეპარტამენტის პრეფექტურამ, სადაც მდებარეობს სასახლე, შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნა. აცრის ცენტრი 25-29 მაისს მიიღებს მსურველებს, რომელთაც “ფაიზერის” ვაქცინას შესთავაზებენ,. რეგისტრაცია წინასწარ ონლაინ მოხდება.

დღეის მონაცემებით საფრანგეთში პირველი დოზა ვაქცინა მინიმუმ 38,8%-ს აქვს გაკეთებული, ორივე დოზა კი 17%-ს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, ვინც თბილისის მერობაზე იქნება წარდგენილი