კახა კალაძე : მამუკა ბახტაძის პრემიერობით ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება

მამუკა ბახტაძის პრემიერობით ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მამუკა ბახტაძე ღირსეული პიროვნებაა.

„მამუკა არის ღირსეული ადამიანი. ამას იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ის ჩემი მეგობარია, მართლაც ღირსეული პიროვნებაა. არის განათლებული და დარწმუნებული ვარ, რომ მამუკას ხელმძღვანელობით, მისი პრემიერობით ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება, ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე