კახა კალაძე – ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ხელკეტებით დევნა, ცემა-ტყეპა

თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მარნეულის მოსახლეობას გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ მარნეულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთობით, ერთსულოვნებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ყველა ერთად გაიმარჯვებს.

„ეს არ იქნება მხოლოს ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება – ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნება“ ის ერთადერთი პოლიტიკური გუნდია ქვეყანაში, რომელსაც აქვს შესაძლებლობები ყველა პრობლემა მოაგვაროს. ჩვენ უამრავი პროექტი, რეფორმა განვახორციელეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ბატონმა პრემიერმა ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით – ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს კმაყოფილები ვართ. არა მეგობრებო, ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, რაც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ცეზარ ჩოჩელს ირიბი მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდის მხრიდან
შემდეგი სტატიამუჰამედ ალის კუთვნილი ნივთები აუქციონზე გაიყიდება