პრემიერ-მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ცეზარ ჩოჩელს ირიბი მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდის მხრიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ცეზარ ჩოჩელს აქვს ირიბი მხარდაჭერა მმართველი გუნდის მხრიდან, მცხეთის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მსგავსი უპასუხისმგებლო ჭორები სხვა რაიონებზეც ვრცელდება და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.

“მცხეთას რაც შეხება, “ქართულ ოცნებას” ჰყავს კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელსაც აქვს ყველა მახასიათებელი იმისთვის, რომ გახდეს მცხეთის რაიონის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი ყველაფერი კონკურენციის სფეროა”,- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ყირიმში პუტინის ვიზიტის გამო გაეროში იჩივლა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ხელკეტებით დევნა, ცემა-ტყეპა