კახა კალაძე : არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის, პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ, თანაბარ პირობებში ჩაატარონ

არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის, პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ, თანაბარ პირობებში ჩაატარონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე პირბადით იქნებიან, რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, მისი ინფორმაციით, აღნიშნულზე ეპიდემიოლოგების მიერ დეტალური მითითებები გაიცემა.

„არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის, არჩევნები ჩატარდება. პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაატარონ საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ, თანაბარ პირობებში. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო და ამაზე ჩვენს ბევრს ვსაუბრობდით. მოგვიწევს ადაპტირება და თანაცხოვრება ამ ვირუსთან. პირველ ტალღასთან შედარებით, დღეს უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს. ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს და რა თქმა უნდა, ვიდრე არ იქნება ვაქცინა, უნდა დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გვაძლევენ. ასევე, ყველაზე მთავარია პირბადის ტარება. ადამიანი, რომელიც ხმის მისაცემად შედის, ცხადია, პირბადით იქნება, მაგრამ, როდესაც რეგისტრაციას გადის ამაზე დეტალურად იქნება მითითებები მიცემული, როგორ და რა ფორმით განხორციელდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიგამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის კვლავ მოეწყო საკარანტინო სივრცე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე რეკომენდაციით გამოდის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდეს