ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით გამოდის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით გამოდის, რომ საქართველო- ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი, 8 ოქტომბერს, თბილისში, COVID19-ის პრევენციის მიზნით, გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდეს.

„ჩემი პირადი რეკომენდაცია არის ის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფამ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, სტადიონის საერთო მაყურებლის 30% დასწრებით.

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის, პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ, თანაბარ პირობებში ჩაატარონ
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : კორონავირუსით ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში